Thursday, December 13, 2012

საახალწლო ტრადიციები სამეგრელოში

საახალწლო ტრადიციები სამეგრელოში                                     
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღესუწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. ადრე საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური .. "ბასილას კვერები.”

სამეგრელოში, ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლებადა სხვა ამგვარს. ამ დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. მერე სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით.     
მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა".
სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.
მეკვლეობა სამეგრელოში.  
უძველესი ქართული ტრადიციამეკვლეობა დასავლეთ საქართველოში ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუკუჩხაიგივე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრომძიმედღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ შეუცვლია. სამეგრელოში ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.
დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყებოდა. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლიდა ჩიჩილაკს, რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდებოდა და თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდებოდა. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებდნენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავდნენ.      
მეგრულიკალანდა
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებდა." საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.  
ახალ წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებდა და წმ. ბასილას ეხვეწება, რომ მას ამ კაკალივით აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.წყარო

სამეგრელოს წარმონაქმნები

მეგრელები, წარმოადგენენ დასავლურ შტოს ქართველურ მოლაპარაკე ხალხ
1
მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მჭიდრო კულტურულ პირობებში, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით აფხაზებთან, მეზობელ ხალხთან მოლაპარაკე დასავლეთის კავკასიურ ენაზე.
       
2
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში აფხაზეთი და სამეგრელო ერთად წარმოადგენდნენ სახელმწიფო ნაწილების წარმონაქმნებ: ნახევრად ლეგენდარულ კოლხურ სამეფოდან (რომლის რეალობა,
ეჭვებოდათ ისტორიკოსებ), რაც ისტორიულად ამოწმებს სამეფო
ლაზეთ, მოგვიანებით აფხაზეთის სამეფო , და ამის შემდგომ-გაერთიანებულ ქართულ სამეფოს მის დაშლამდე მე-14 საუკუნეში.მე-19 საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს (1803) და აფხაზეთის(1810) სამთავროები გახდა რუსეთის ნაწილი.

საბჭოთა პერიოდში როგორც აფხაზეთი ( 1931-როგორც
ავტონომიური რესპუბლიკა) ისევე სამეგრელო იყო საქართველოს სსრ-ის ნაწილი.
არსებობდა ტრადიცია დინასტიური ქორწინებების წარმომადგენლებს აფხაზეტსა და სამეგრელოს შორის, ანუ აფხაზეთის მმართველი მთავრები Chachbas და მეგრულ დადიანების მტავრებს შორის.სამხრეთ აფხაზეთის არისტოკრატებმა
ხშირად იცოდნენ მეგრული ენა და, პირიქით, ზოგიერთ მეგრულ
დიდებულებმა იცოდნე აფხაზური. ამსახველი სიტუაცია დამახასიათებელიმე -19 საუკუნის დასაწყისისატვის, Spencer (1838: 308) წერდა: "როგორც ჩანს
გლეხებ მეგრელები სამეგრელოში არ საუბრობენ ჩერქეზული დიალექტი რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბატონიშვილთა და დიდებულტა მიერ,რომლებიც აცხადებენ საერთო წარმოშობის მქონე ჩერქეზეთის ალკოჰოლური სასმელების შესახებ“.
ენობრივ კონტაქტში განსაკუთრებით ინტენსიური ზონაში იყო
დაუყოვნებლივ სასაზგვრო ზოლები, სამურზაყანულ პროვინციაში
სამხრეთ აფხაზეთში და მიმდებარე ადგილებში
სამეგრელოში.მოსახლეობის უმრავლესობა სამურზაყანულ დასახლებებში
მე -19 საუკუნის ბოლომდე საუბრობდა ან ორენოვან
ან თუნდაც აბხაზურ ენაზე,რომლის ცოდნაც უფრო გავრცელებული იყო მამაკაცთა შორის და განსაკუთრებით
ადგილობრივი არისტოკრატტა.წყარო