Wednesday, January 16, 2013

სამეგრელოს მდებარეობა და საზღვრები


სამარგალო სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა. დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობსას (1627- 1654 წწ) სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. საზღვრები სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს, ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ. მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ– ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე

სამეგრელო-აფხაზეთი

სამეგრელო-აფხაზეთის "კონდომინიუმი"

XVIIIს. დასაწყისი ამიერკავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნება.რეგონში ამ ერთგვარი სიახლის შემომტანი ენერიული პეტრე1 დიდის (1672-1725) მიერ აღორძინებული რუსეთი იყო.ახალგაზრდა მონარქს ამბიციური გეგმა ჰქონდა დასახული:რუსეთი იმდროინდელი მსოფლიოს ანგარიშგასაწევალად ექცია.პეტრე არამარტო შვედეთთან აპირებდა „ურთიერთობების“ გარკვევას,არამედ სპარსეთთან და ოსმალეთთანაც.ამ უკანასკნელის წინააღმდეგ კი რუსეთი 1686 წლიდან საომარ მოქმედებაში იმყოფებოდა ევროპელ მოკავშირეებთან -ავსტრია,რეჩ პოსპოლიტა,ვენეციასთან ერთად ანტიოსმალურ სამხედრო ბლოკში-„საღვთო ლიგაში“ იყო გაერთიანებული.უკვე1701 წლისათვის პეტრეს მზად ჰყავდა შავ ძღვაზე გასასვლელად გათვალისწინებული 100 დიდი და მცირე გემისაგან სემდგარი ფლოტი.1696წ. კი რუსეთის მეფემ მნიშვნელოვანი სამხედრო და სტრატეგიული წარმატება მოიპოვა:18 ივლისს თურქებს აზოვის ციხე წაართვა.რუსეთი შავ ზღვაზე გასასვლელ კარიბჭეს მიუახლოვდა.თუმცა საბოლოო მიზანი ჯერ მიღწეული მაინც არ იყო.პეტრეს მოკავშირეები სწირდებოდა კავკასიის ქედს გამოღმა.ამას კი საკუთარ თავზე იღბდა მასთან მყოფი იმერეთიდან დევნილი მეფე არჩილი,მაგრამ ამისათვის ჯერ საწირო იყო მისთვის ტახტის დაბრუნება.რუსთა ხემწიფემ დევნილ ქართველ მონარქს ამ საქმეში დახმარება აღუთქვა.
რუსეთის ხელისუფლების ეს ინტერესი კავკასიისათვის არ იყო ახალი.მოსკოვის დაინტერესებამ რეგიონით ჯერ კიდევ XVIს. შუა წლებიდან იჩინა თავი,როცა მან ვოლგის აუზში გაბატონება შეძლო და რუსეთის საზღვრები კავკასიას მიუახლოვდა.1556 წელს ასტრახანის არებით ივანეIV მრისხანემ კასპიის ზღვაზე გასასვლელი და მნიშვნელოვან სავაჭრო-სანაოსნო არტერიაზე კონტროლი მოიპოვა.XVI საუკუნეში მოსკოვის სამეფო ცენტრალიზებულ სამეფოდ ამოყალიბდა და თავისი სოციალურ ეკონომიკური განვითარებით იმ დროს ირანზე და ოსმალეთზე წნ იდგა.ბუნებრივია რუსეთის მეფის ეს ინტერესი კავკასიის მიმათ პირდპირ დაუპირისპირდა ოსმალეთის სულთნისა და სპარსეთის შაჰის ანალოგიურ ინტერესებს ამ რეგიონში,რომელთაც 1555 წელს ამასიის ზავით ამიერკავკასია შუაზე გაიყვეს.თუკი მოსახლეობისათვის ,განსაკუთრებით კი ქართველებისათვის,ახალი იმედის მომცემი გახდა.
მას შემდეგ რაც 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში ცხენზე ამხედრბული ოსმალეთის სულთანი მეჰმედ II (1432-1481) შევიდა,ხოლო ამბიონიდან მოლამ ისლამური მრწამსი წარმოთქვა და ყველასათვის ცხადი შეიქმნა ბიზაანტიის ათასწლოვანი არსებობის დასასრული.საქართველო ქრისტიანული სამყაროსაგან,ანუ ევროპისაგან სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდა.
უკვე ერთი წლის შემდეგ თურქებმაპირველი თავდასხმა მოაწყვეს აპხაზეტზე.მეფე მტერს ვერ მიუსწრო.ვახუშტი ამ მოვლენას 1451 წლით ათარიღებს და სულთან მურადII-(1401-1451)სახელს უკავშირებს.თუმცა ირკვევა რომ თავდასხმას ადგილი ჰქონია 1454 წელს მომდევნო სულთნის დროს.
ერთი საუკუნის შემდეგ 1578 წელს ტურქებმა ცხუმი დაიკავეს და აქ საბეგლარბეგო შექმნეს.თუმცა თუქებმა იმ ხანად ამ კუთხის დაჭერა დიდხანს ვერ შეძლეს და ეს ოსმალური ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერტეული ორ წელიწადში გაუქმდა.
ანტიოსმალური კოალიციის ცამოყაიბების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,ქართული სამეფო სამთავროებისათვის პოტენციურად ძლიერი მოკავშირე ღუსეთი ჩანდა.XVI საუკუნიდან ქართული პოლიტიკური სამყაროს ოსმალეთისა და სეფევიადური ირანის მხრიდან დიდი საფრთხე შექმნა.საქართველოს უპირისპირდებოდნენ დაბალი კულტურისა და ექსტრენსიული მეურნეობის მქონე ტომები.“ქართვლობისათვის“ ეს იყო ბრძოლა უფრო მოწინავე სოციალურ- ეკონომიკური წყობის შენარცჰუნება -განვითარებისათვის,ქართული თვითმყოფადობისა და კუტირის დაცვისათვის.წყარო:

მეგრული ენა


საკონტაქტო ენა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კულტურათაშორის ურთიერთობებში, საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციისაა. თუმცა უნდა აღინიშნოსრომ მიღებული შედეგები ლინგვისტიკის და მასთან დაკავშირებული მეცნიერების ამ მხრივ ძირითადად აისახება ინდოევროპულ ენებზე და ისევ და ისევ ნაკლებად ცნობილია სოცოლოგ - ფსიქოლოგბთან და ასევე მსოფლიოს სხვა და სხვა რეგიონებში.
საკონტაქტო ენა გულისხმობს კონტაქტებს სხვადასხვა ენის ჯგუფებს შორის. აქედან გამომდინარე ზოგადად ამ სფეროში შედარებით ხდება ენობრივი, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური პედაგოგიური ასპექტები. ამდენად, ამა თუ იმ ენის შეზღუდული მეცნიერული შესწავლა, როგორც დახურული სისტემის არ შეიძლება.
ქართველი , დასავლური დიალექტის მქონე ხალხის საუბრისას ხშირად ვხვდებით ასეთი ზმნის ფორმებს, როგორიცაა: მინავალა, ნაკეთება, ნაქონა და ა.შ., რაც ქართული ლიტერატურისათვის არასწორი და მიუღებელია. საქმე იმაშია, რომ ზმნის ასეთი ფორმით წარმოება მეგრული ენისთვისაა დამახასიათებელი, კერძოდ, ესენი არიან ფორმების მეოთხე სერია [4]. ექვივალენტური ფორმებით აღნიშნული ზმნები ანალიტიკოსების მიერ იწარმოება შემდეგნაირად: მიდიოდა თურმე,აკეტებდა თურმე, ქონდა თურმე. აღსანიშნავია ისიც, რომ მეგრული ხასიათდება უღვლილების დამხმარე ზმნებთან, მაგალითად:თოსუნდას ივაფუ,(თესავდეს იქნება); ჭკუნდას ივაფუ( ჭამდეს იქნება).ზმნის ასეთი წარმოება უცხოა ქართული ენისათვის. ლიტერატურული ენა აყალიბებს ასეთ შემთხვევებს, როგორიცაა: ალბათ თესავს და ა.შ. ფორმები ქართული ენისა მეგრულიდან მიღებული როგორიცაა: თესავდეს იქნება, ჭამდეს იქნება, წარმოადგენენ მეგრული ენის კალკულუსს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გამოხატულების არის განწყობა საყოველთაოდ მრავალრიცხოვან ენებზე.წყარო:

Thursday, December 13, 2012

საახალწლო ტრადიციები სამეგრელოში

საახალწლო ტრადიციები სამეგრელოში                                     
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღესუწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. ადრე საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური .. "ბასილას კვერები.”

სამეგრელოში, ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლებადა სხვა ამგვარს. ამ დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. მერე სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით.     
მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა".
სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.
მეკვლეობა სამეგრელოში.  
უძველესი ქართული ტრადიციამეკვლეობა დასავლეთ საქართველოში ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუკუჩხაიგივე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრომძიმედღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ შეუცვლია. სამეგრელოში ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.
დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყებოდა. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლიდა ჩიჩილაკს, რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდებოდა და თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდებოდა. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებდნენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავდნენ.      
მეგრულიკალანდა
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებდა." საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.  
ახალ წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებდა და წმ. ბასილას ეხვეწება, რომ მას ამ კაკალივით აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.წყარო

სამეგრელოს წარმონაქმნები

მეგრელები, წარმოადგენენ დასავლურ შტოს ქართველურ მოლაპარაკე ხალხ
1
მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მჭიდრო კულტურულ პირობებში, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით აფხაზებთან, მეზობელ ხალხთან მოლაპარაკე დასავლეთის კავკასიურ ენაზე.
       
2
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში აფხაზეთი და სამეგრელო ერთად წარმოადგენდნენ სახელმწიფო ნაწილების წარმონაქმნებ: ნახევრად ლეგენდარულ კოლხურ სამეფოდან (რომლის რეალობა,
ეჭვებოდათ ისტორიკოსებ), რაც ისტორიულად ამოწმებს სამეფო
ლაზეთ, მოგვიანებით აფხაზეთის სამეფო , და ამის შემდგომ-გაერთიანებულ ქართულ სამეფოს მის დაშლამდე მე-14 საუკუნეში.მე-19 საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს (1803) და აფხაზეთის(1810) სამთავროები გახდა რუსეთის ნაწილი.

საბჭოთა პერიოდში როგორც აფხაზეთი ( 1931-როგორც
ავტონომიური რესპუბლიკა) ისევე სამეგრელო იყო საქართველოს სსრ-ის ნაწილი.
არსებობდა ტრადიცია დინასტიური ქორწინებების წარმომადგენლებს აფხაზეტსა და სამეგრელოს შორის, ანუ აფხაზეთის მმართველი მთავრები Chachbas და მეგრულ დადიანების მტავრებს შორის.სამხრეთ აფხაზეთის არისტოკრატებმა
ხშირად იცოდნენ მეგრული ენა და, პირიქით, ზოგიერთ მეგრულ
დიდებულებმა იცოდნე აფხაზური. ამსახველი სიტუაცია დამახასიათებელიმე -19 საუკუნის დასაწყისისატვის, Spencer (1838: 308) წერდა: "როგორც ჩანს
გლეხებ მეგრელები სამეგრელოში არ საუბრობენ ჩერქეზული დიალექტი რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბატონიშვილთა და დიდებულტა მიერ,რომლებიც აცხადებენ საერთო წარმოშობის მქონე ჩერქეზეთის ალკოჰოლური სასმელების შესახებ“.
ენობრივ კონტაქტში განსაკუთრებით ინტენსიური ზონაში იყო
დაუყოვნებლივ სასაზგვრო ზოლები, სამურზაყანულ პროვინციაში
სამხრეთ აფხაზეთში და მიმდებარე ადგილებში
სამეგრელოში.მოსახლეობის უმრავლესობა სამურზაყანულ დასახლებებში
მე -19 საუკუნის ბოლომდე საუბრობდა ან ორენოვან
ან თუნდაც აბხაზურ ენაზე,რომლის ცოდნაც უფრო გავრცელებული იყო მამაკაცთა შორის და განსაკუთრებით
ადგილობრივი არისტოკრატტა.წყარო