XVIIIს. დასაწყისი ამიერკავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნება.რეგონში ამ ერთგვარი სიახლის შემომტანი ენერიული პეტრე1 დიდის (1672-1725) მიერ აღორძინებული რუსეთი იყო.ახალგაზრდა მონარქს ამბიციური გეგმა ჰქონდა დასახული:რუსეთი იმდროინდელი მსოფლიოს ანგარიშგასაწევალად ექცია.პეტრე არამარტო შვედეთთან აპირებდა „ურთიერთობების“ გარკვევას,არამედ სპარსეთთან და ოსმალეთთანაც.ამ უკანასკნელის წინააღმდეგ კი რუსეთი 1686 წლიდან საომარ მოქმედებაში იმყოფებოდა ევროპელ მოკავშირეებთან -ავსტრია,რეჩ პოსპოლიტა,ვენეციასთან ერთად ანტიოსმალურ სამხედრო ბლოკში-„საღვთო ლიგაში“ იყო გაერთიანებული.უკვე1701 წლისათვის პეტრეს მზად ჰყავდა შავ ძღვაზე გასასვლელად გათვალისწინებული 100 დიდი და მცირე გემისაგან სემდგარი ფლოტი.1696წ. კი რუსეთის მეფემ მნიშვნელოვანი სამხედრო და სტრატეგიული წარმატება მოიპოვა:18 ივლისს თურქებს აზოვის ციხე წაართვა.რუსეთი შავ ზღვაზე გასასვლელ კარიბჭეს მიუახლოვდა.თუმცა საბოლოო მიზანი ჯერ მიღწეული მაინც არ იყო.პეტრეს მოკავშირეები სწირდებოდა კავკასიის ქედს გამოღმა.ამას კი საკუთარ თავზე იღბდა მასთან მყოფი იმერეთიდან დევნილი მეფე არჩილი,მაგრამ ამისათვის ჯერ საწირო იყო მისთვის ტახტის დაბრუნება.რუსთა ხემწიფემ დევნილ ქართველ მონარქს ამ საქმეში დახმარება აღუთქვა.
რუსეთის ხელისუფლების ეს ინტერესი კავკასიისათვის არ იყო ახალი.მოსკოვის დაინტერესებამ რეგიონით ჯერ კიდევ XVIს. შუა წლებიდან იჩინა თავი,როცა მან ვოლგის აუზში გაბატონება შეძლო და რუსეთის საზღვრები კავკასიას მიუახლოვდა.1556 წელს ასტრახანის არებით ივანეIV მრისხანემ კასპიის ზღვაზე გასასვლელი და მნიშვნელოვან სავაჭრო-სანაოსნო არტერიაზე კონტროლი მოიპოვა.XVI საუკუნეში მოსკოვის სამეფო ცენტრალიზებულ სამეფოდ ამოყალიბდა და თავისი სოციალურ ეკონომიკური განვითარებით იმ დროს ირანზე და ოსმალეთზე წნ იდგა.ბუნებრივია რუსეთის მეფის ეს ინტერესი კავკასიის მიმათ პირდპირ დაუპირისპირდა ოსმალეთის სულთნისა და სპარსეთის შაჰის ანალოგიურ ინტერესებს ამ რეგიონში,რომელთაც 1555 წელს ამასიის ზავით ამიერკავკასია შუაზე გაიყვეს.თუკი მოსახლეობისათვის ,განსაკუთრებით კი ქართველებისათვის,ახალი იმედის მომცემი გახდა.
მას შემდეგ რაც 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში ცხენზე ამხედრბული ოსმალეთის სულთანი მეჰმედ II (1432-1481) შევიდა,ხოლო ამბიონიდან მოლამ ისლამური მრწამსი წარმოთქვა და ყველასათვის ცხადი შეიქმნა ბიზაანტიის ათასწლოვანი არსებობის დასასრული.საქართველო ქრისტიანული სამყაროსაგან,ანუ ევროპისაგან სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდა.
უკვე ერთი წლის შემდეგ თურქებმაპირველი თავდასხმა მოაწყვეს აპხაზეტზე.მეფე მტერს ვერ მიუსწრო.ვახუშტი ამ მოვლენას 1451 წლით ათარიღებს და სულთან მურადII-ს(1401-1451)სახელს უკავშირებს.თუმცა ირკვევა რომ თავდასხმას ადგილი ჰქონია 1454 წელს მომდევნო სულთნის დროს.
ერთი საუკუნის შემდეგ 1578 წელს ტურქებმა ცხუმი დაიკავეს და აქ საბეგლარბეგო შექმნეს.თუმცა თუქებმა იმ ხანად ამ კუთხის დაჭერა დიდხანს ვერ შეძლეს და ეს ოსმალური ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერტეული ორ წელიწადში გაუქმდა.
ანტიოსმალური კოალიციის ცამოყაიბების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,ქართული სამეფო სამთავროებისათვის პოტენციურად ძლიერი მოკავშირე ღუსეთი ჩანდა.XVI საუკუნიდან ქართული პოლიტიკური სამყაროს ოსმალეთისა და სეფევიადური ირანის მხრიდან დიდი საფრთხე შექმნა.საქართველოს უპირისპირდებოდნენ დაბალი კულტურისა და ექსტრენსიული მეურნეობის მქონე ტომები.“ქართვლობისათვის“ ეს იყო ბრძოლა უფრო მოწინავე სოციალურ- ეკონომიკური წყობის შენარცჰუნება -განვითარებისათვის,ქართული თვითმყოფადობისა და კუტირის დაცვისათვის.წყარო:
As claimed by Stanford Medical, It is indeed the ONLY reason women in this country get to live 10 years more and weigh an average of 19 KG less than us.
ReplyDelete(Just so you know, it is not related to genetics or some secret exercise and EVERYTHING to about "how" they are eating.)
P.S, What I said is "HOW", and not "what"...
CLICK this link to determine if this brief questionnaire can help you discover your true weight loss possibility